f ლინკი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს ,,ღირებულებითი განათლების" შესახებ ესაუბრებიან. შემდეგ იმართება თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ორგანიზებულია შემეცნებითი გაერთიანება „იცანის“ მიერ.
მორიგი შეხვედრა ამა წლის 26 ივლისს დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში გაიმართა და მას მღვდელი საბა გაზდელიანი უძღვებოდა.
აღნიშნული ღონისძიება მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება და მასში ასობით მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.























