f ლინკი
უკვე მესამე წელია ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება და მათ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
ყოველ წელს აღნიშნულ შეხვედრებს ათასობით სტუდენტი ესწრება.
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 26 ივლისს ანაკლიის ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა და ფსიქოლოგმა თამაზ ტუღუშმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტდამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
შეხვედრას სამედიცინო უნივერსიტეტის 200 სტუდენტი ესწრებოდა. საღამოს ბოლოს ასევე ჩატარდა თეატრალური წარმოდგენა „წითელი ანარეკლი“, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეხება.
აღნიშნული შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.























