შემოქმედის ეპარქიაში დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადება 'ღირებულებით განათლებაში'


f ლინკი
2026 წლის 30 ივლისს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა.
 
გადამზადების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სასკოლო გარემოში სასულიერო პირთა როლსა და მოსწავლეებთან მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, მღვდელმა ნიკოლოზ როინიშვილმა მონაწილეებთან განიხილა პრაქტიკული სცენარი და გაუზიარა კლუბში საქმიანობის გამოცდილება.
 
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა ჩაატარა ტრენინგი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და არაფორმალური განათლების მიდგომების შესახებ.
 
ამავე პროგრამის კონსულტანტმა მანანა ჯინჭარაძემ განიხილა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის, ბულინგის პრევენციისა და მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საკითხები.
 
ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა ბავშვთა განვითარების ძირითად ეტაპებზე, მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
 
გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.

მსგავსი განცხადებები: