ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ადიქციის შესახებ ლექცია გაიმართა


f ლინკი
უკვე მესამე წელია ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით.
 
შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მათ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
 
ყოველ წელს აღნიშნულ შეხვედრებს ათასობით სტუდენტი თუ საშუალო სკოლის მოსწავლე ესწრება.
 
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 1 აგვისტოს ანაკლიის ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და ადიქტოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტდამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
 
შეხვედრას ესწრებოდა საშუალო სკოლის უფროსი კლასების 250 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. საღამოს ბოლოს ასევე ჩატარდა თეატრალური წარმოდგენა „წითელი ანარეკლი“, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეხება.
 
აღნიშნული შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი განცხადებები: