გარდაიცვალა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობის დედა


f ლინკი
მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ქალბატონი ანა იაკობიშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობის დედა.
 
პანაშვიდი: შაბათს, 8 აგვისტოს, ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალი, 21-ე კორპუსი, ბინა 3.
 
კვირას, 9 აგვისტოს, 16:00 საათზე გადასვენდება საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში.
 
დაკრძალვა: ორშაბათს, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ანას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მეუფე იაკობს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ანას უკვდავი სული.

მსგავსი განცხადებები: