ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ადიქციის შესახებ ლექცია გაიმართა


f ლინკი
უკვე მესამე წელია ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით.
 
შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მათ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
 
ყოველ წელს აღნიშნულ შეხვედრებს ათასობით სტუდენტი თუ საშუალო სკოლის მოსწავლე ესწრება.
 
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 6 აგვისტოს ანაკლიის ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ლევან ალადაშვილმა და ადიქტოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტდამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეები.
 
აღნიშნული შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი განცხადებები: