დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში 'ღირებულებითი განათლების' შესახებ საუბარი გაიმართა


f ლინკი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს ,,ღირებულებითი განათლების" შესახებ ესაუბრებიან. შემდეგ იმართება თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ორგანიზებულია შემეცნებითი გაერთიანება „იცანის“ მიერ.
 
მიმდინარე წელს დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში მეოთხე შეხვედრა გაიმართა და მას დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი უძღვებოდა.
 
აღნიშნული ღონისძიება მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება და მასში ასობით მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი განცხადებები: