f ლინკი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, ამა წლის 11-13 აგვისტოს ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ,,ღირებულებითი განათლების" მიმართულებით გადამზადება ჩატარდა.
სამდღიანი პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მოზარდთა ასაკობრივ თავისებურებები და მათთან ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდები, არაფორმალური განათლების პრინციპები, საკლუბო მუშაობის დაგეგმვა და ღირებულებით საკითხებზე ინტერაქციული შეხვედრების წარმართვის პრაქტიკული მიდგომები.
გადამზადების მიზანია სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, რათა მათ სკოლებში, არაფორმალური განათლების ფორმატში, ეფექტიანად წარმართონ ,,ღირებულებითი განათლების" კლუბები და ხელი შეუწყონ მოზარდების პიროვნულ, სოციალურ და მოქალაქეობრივ განვითარებას.
შეხვედრებს უძღვებოდნენ: მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი და ამავე პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.























