f ლინკი
ამა წლის 4 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
სერტიფიკატები გადაეცათ ნეკრესის, ალავერდის, ჰერეთისა და ხორნაბუჯის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის, გორისა და ატენის, სურამისა და ხაშურის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიების სასულიერო პირებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერმა ანი კუდუხაშვილმა.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ სასულიერო პირებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ბავშვის განვითარების ეტაპები“.
ღონისძიება ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების წვლილის დაფასებას ემსახურებოდა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ დაეხმარება სკოლებში მოსწავლეებთან მუშაობისას, ჯანსაღი ღირებულებების დამკვიდრებასა და ბავშვების პიროვნული განვითარების ხელშეწყობაში.
ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატის მიღებას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.











































