f ლინკი
უკვე მესამე წელია ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მათ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
ყოველ წელს აღნიშნულ შეხვედრებს ათასობით სტუდენტი თუ საშუალო სკოლის მოსწავლე ესწრება.
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 2 და 5 სექტემბერს ანაკლიის ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, ამავე სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა და ადიქტოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტდამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები თბილისიდან, ასევე აჭარის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებიდან. საღამოს ბოლოს ჩატარდა თეატრალური წარმოდგენა „წითელი ანარეკლი“, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეხება.
აღნიშნული შეხვედრები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.







































