კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ კახა კალაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს


f ლინკი
ბატონ კახა კალაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
 
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი დედის, ქალბატონი მედეას გარდაცვალების გამო.
 
შვილის დაკარგვით გამოწვეული დიდი ტკივილის მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სულის სიმტკიცეს, უფლის რწმენასა და სასოებას, დღეს კი თავად შეუერთდა მარადიულობას.
 
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან მართალთა თანა განუსვენოს მას, ხოლო თქვენ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ ნუგეში და სიმხნევე, ლოცვისა და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულების ძალა ქალბატონი მედეას უკვდავი სულის საოხად.
 
პატივისცემით,
 
შიო III
 
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
 
12 სექტემბერი, 2026 წელი

მსგავსი განცხადებები: