f ლინკი
14 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია საეკლესიო ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პარაკლისი აღავლინა.
თანამსახურებდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
პარაკლისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილნი დალოცა და ქადაგებით მიმართა, საეკლესიო ახალი წელი და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ქადაგების დასრულების შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საფლავთან მიბრძანდა და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ფოტო: ნინო სოზაშვილი


































































