გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა


f ლინკი
ამა წლის 21 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი იკურთხა.
 
აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობა ორი წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
 
ღვთისმსახურება გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსმა ექვმთიმემ (ლეჟავა) და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აღასრულეს.
 
თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) და სხვა სასულიერო პირები.

მსგავსი განცხადებები: