f ლინკი
25 სექტემბერს წელს პირველად აღინიშნება სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს გიორგი ჭყონდიდელს იხსენიებს — სასულიერო პირს, რომლის სახელიც საქართველოს ისტორიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივ მსახურებასა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ დღის დაწესება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის საიუბილეო წელს. საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნის სულიერი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო სამხედრო მოძღვრის მსახურება ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა — ქართველი მეომრის გვერდით, მისი სულიერი სიმტკიცისა და სამშობლოს ერთგული მსახურებისათვის.
განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის ღვაწლს, რომელიც 2010 წლიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდა კაპელანთა მსახურების განვითარებასა და გაძლიერებას. მისი ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღის დაწესება ამ მრავალწლიანი შრომის დაფასებისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ვულოცავთ ყველა სამხედრო მოძღვარს ამ დღეს!
ღმერთმა გააძლიეროს ისინი ეკლესიის, სამშობლოსა და ქართველი მეომრის საკეთილდღეო მსახურებაში!
ღირს გიორგი ჭყონდიდელის მეოხება შეეწიოს თითოეულ მათგანს და სრულიად საქართველოს!























