f ლინკი
ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო.
მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა.
პატივისცემით,
შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
25 სექტემბერი, 2026 წელი


.jpg)






.jpg)
.jpg)
.jpg)











