დაიწყო ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება


f ლინკი
ამა წლის 29 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ღირებულებითი განათლების მიმართულების განვითარებას და სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას, გაიღრმავებენ ცოდნას ღირებულებითი განათლების შესახებ, შეიძენენ პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ უნარებს და გაეცნობიან მიდგომებს, რომლებიც მათ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და კლუბების ხელმძღვანელებთან მუშაობაში დაეხმარება.
 
შეხვედრებს უძღვებიან:
 
ზურაბ მხეიძე — „კომუნიკაციის ხელოვნება“;
რუსუდან კილაძე — „ასაკობრივი განვითარების თავისებურებები“;
ნათია გოცაძე — „ეფექტიანი კომუნიკაცია და დარწმუნების ხელოვნება“.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: