f ლინკი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას და შედგა საუბარი.
საუბარი, რა თქმა უნდა ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსა და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ისადმი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.
საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში ეს დამაბრკოლებელი პრობლემები.
ითქვა ის, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომლებიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.
გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა და ღვაწლი.
ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“.
30 სექტემბერი, 2026 წელი























