- 2023/08/12
2023 წლის 10 აგვისტოს 85 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი დანიელი.
მიტროპოლიტი დანიელი (ერში - იუდა ნუსირო იკუო) 1938 წლის 5 სექტემბერს იაპონიაში, ქ. ტოიოჰაშში დაიბადა.
1962 წელს დაამთავრა აიტის უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტი.
1965 წელს დაამთავრა ტოკიოს სასულიერო სემინარია, ხოლო 1968 წელს - ნიუ იორკის წმინდა ვლადიმერის სასულიერო სემინარია (აშშ), სადაც ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
1969 წელს ტოკიოს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1972 წლუს იანვარში - მღვდლად და დაადგინეს ქ. ტოიოჰაშის წმინდა მათე მოციქულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
1999 წლის 20 აგვისტოს მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს დანიელი. 6 სექტემბერს რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ იღუმენის ხარისხი უბოძა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1999 წლუს 6 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე დაადგინეს იაპონიის ავტონომიური ეკლესიის მეთაურად.
1999 წლის 11 ნოემბერს არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლეს. 14 ნოემბერს პატრიარქმა ალექსი II-მ მოსკოვის ნათლისღების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
2000 წლის 14 მაისიდან - ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი, იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი იყო.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19