1 კორ. 143 დას. (შუათგან), X, 1-4
ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა; და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.
მკ. 2 დას. I, 9-11
მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.