ღირსმოწამე ისიდორე ქალაქ იურიევის (დერპტი, თანამედროვე ტარტუ, ესტონეთი) ნიკოლსკის ტაძრის მოძღვარი იყო. ღირსი ისიდორე მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობის დასაცავად – კათოლიკეების მორჩილებაში ყოფნას მან მოწამის გვირგვინი არჩია.
ნათლისღების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის შემდეგ, წმიდანი თავის 72 სულიერ შვილთან ერთად მდინარე ამოვჟის (ემაიიგი) ყინულ- ჭრილში ჩააგდეს. გაზაფხულზე, წყალდიდობების დროს, რუსმა ვაჭრებმა ნაპირზე გამორიყული მოწამეთა გვამები იპოვეს. მათ შორის იყო წმიდა ისიდორეს ცხედარიც – სრულ შესამოსელში. წმიდანთა უხრწნელი ნეშტი პატივით დაკრძალეს ნიკოლსკის ტაძარში.
"წმინდანთა ცხოვრება", წიგნი I, თბილისი, 2008 წ.