საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი.
დღის მსახურება: სამეუფეო ჟამები (I - III - VI - IX) _ სადილის ჟამი _ დიდი მწუხრი შეერთებული წმ. ბასილი დიდის ლიტურგიასთან.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა და ღირსისა).
კვირის ციკლის მსახურება - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ნათლისღების წინა დღე.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოციქულთა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „განემზადე, იორდანე...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „იხარებდით მდინარენი...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა ოდესმე იორდანე...“ 1-გზის (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა ოდესმე იორდანე...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - წინადღესასწაულისა, „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - წინადღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი წინადღესასწაულისა: „ქრისტე ყოველთა კაცთა...“ (ჴმა II);
წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII); „დიდება“ - წარდგომა ღირსისა (ჴმა VIII), „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „წჳმაჲ იგი დიდი...“ (ჴმა I).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინადღესასწაულისა: „რაჟამს გიხილა შენ...“, „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ქალწულისგან აღმობრწყინვებული...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად (ჴმა VI), „დიდება“ - წინადღესასწაულისა: „შიშით მსახურებს იოანე...“ (ჴმა VI), „აწ და“ - მისივე: „უგალობდეთ ერნო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით), „დიდება“ „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „რომელმან საშოსა...“ (ჴმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა ოდესმე იორდანე...“ 1-გზის (ჴმა IV).
მრჩობლი კვერექსი და დიდი ჩამოლოცვა.
სამეუფეო ჟამები (I - III - VI - IX).
I ჟამი:
შენიშვნა: მღვდელი დიაკვნისა და მნათეს თანხლებით, აღსავლის კარით გამოაბრძანებს წმინდა სახარებას საკურთხევლიდან და დაასვენებს მას შუა ტაძარში წინასწარ განმზადებულ ანალოღიაზე. სადაც, სახარება დარჩება IX ჟამნის კითხვის დასრულებამდე.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (ბრძანებს შუა ტაძარში, ანალოღიის წინ).
_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- უფალო შეგვიწყალენ - 12 გზის.
- „დიდება“ „აწდა“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3 გზის.
_ მედავითნე: მე-5, 22-ე და 26-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწდა“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“.
- ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა ოდესმე იორდანე...“ (ჴმა IV).
- „აწდა“ ღმრთისმშობლისა: „რამე სახელ-გდუათ...“ (მხოლოდ I მუხლი ჟამნიდან).
- დასდებელი: „დღეს წყალთა იგი...“ - 2 გზის (იხ. სადღესასწაულო გვ. 562).
- მუხლი: „ამისთვის მოგიხსენოს...“
- დასდებელი: „ვითარცა კაცი...“
- მუხლი: „გიხილეს შენ...“
- დასდებელი: „ვითარცა კაცი...“
- „დიდება“ - დასდებელი: „მსგავსად ხმისა მის...“
- „აწდა“ - იგივე დასდებელი.
_ დიაკონი: „სიბრძნით მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს წარდგომას: „ქუხდა უფალი...“ (თავისი მუხლებით გუნდთან ერთად, სათანადოდ) (ჴმა IV).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს საწინასწარმეტყველოს: „წინასწარმეტყველება მიქეასი საკითხავი“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს (შუა ტაძარში).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს: „საქმე წმიდათა მოციქულთა...“
_ დიაკონი: „მოხედენ”!
_ მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს (საქ. 33 დას. XIII, 25-32).
_ მღვდელი: „მშვიდობა შენდა“!
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისათანა“!
_ დიაკონი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“!
_ მღვდელი: „მშვიდობა ყოველთა“!
_ გუნდი: „და სულისაცა შენისათანა“!
_ მღვდელი: „მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი“.
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მღვდელი: კითხულობს სახარებას შუა ტაძარში (მთ. 5 დას. III, 1-11).
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ მედავითნე: ჟამნიდან: (აგრძელებს აწ და-ს მეორე ნახევარს) „სვლანი ჩემნი წარმართენ...“ და შემდგომი მუხლები.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“.
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი წინადღესასწაულისა: „მდინარედ რა იორდანედ...“ (ჴმა IV).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“ „აწდა“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“.
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ მედავითნე: ამინ.
_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის...“
III ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3 გზის.
_ მედავითნე: 28-ე, 41-ე და 50-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწდა“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“.
- ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა იორდანე...“ (ჴმა IV).
- „აწდა“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (I მუხლი ჟამნიდან).
- დასდებელი: „წინამორბედისა და ნათლისმცემელისა...“- 2 გზის (იხ. სადღესასწაულო გვ. 562).
- მუხლი: „ამისთვის მოგიხსენო...“
- დასდებელი: „სამებამან ღმერთმან...“
- მუხლი: „გიხილეს შენ წყალთა...“
- დასდებელი: „სამებამან ღმერთმან...“
- „დიდება“ - დასდებელი: „მოსვლასა შენსა...“
- „აწდა“ - იგივე დასდებელი.
_ დიაკონი: „სიბრძნით მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს წარდგომას: „გიხილეს შენ...“ (თავისი მუხლებით გუნდთან ერთად, სათანადოდ) (ჴმა IV).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს საწინასწარმეტყველოს: „წინასწარმეტყველება ესაიასი საკითხავი“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს (შუა ტაძარში).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს: „საქმე წმიდათა მოციქულთა...“
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს (საქ. 42 დას. XIX, 1-8).
_ მღვდელი: „მშვიდობა შენდა“!
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისათანა“! (შენიშვნა: ალილუიას მუხლები არ იკითხება).
_ დიაკონი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“!
_ მღვდელი: „მშვიდობა ყოველთა“!
_ გუნდი: „და სულისაცა შენისათანა“!
_ მღვდელი: „მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი“.
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მღვდელი: კითხულობს სახარებას შუა ტაძარში (მკ. 1 დას. I, 1-8).
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ მედავითნე: ჟამნიდან: „უფალი ღმერთი კურთხეულ...“ (II მუხლი).
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“.
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი წინადღესასწაულისა: „მდინარედ რა იორდანედ...“.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40 გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...” (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“ „აწდა“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“.
_ მედავითნე: ამინ. III ჟამნის ბოლო ლოცვა: „მეუფეო ღმერთო...“
VI ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3 გზის.
_ მედავითნე: 73-ე, 76-ე და 90-ე ფსალმუნები (VI ჟამზე ფსალმუნთა კითხვის დროს აღესრულება მცირე კმევა).
- „დიდება“ „აწდა“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“.
- ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა ოდესმე...“ (ჴმა IV).
- „აწდა“ ღმრთისმშობლისა: „რამეთუ არა მაქუს ჩვენ...“ (I მუხლი ჟამნიდან).
- დასდებელი: „ესრეთ ეტყოდი...“ - 2 გზის (იხ. სადღესასწაულო გვ. 567).
- მუხლი: „ამისთვის მოგიხსენოს შენ...“.
- დასდებელი: „დღეს დავითის წინასწარმეტყველებაჲ...“.
- მუხლი: „გიხილეს შენ...“.
- დასდებელი: „დღეს დავითის წინასწარმეტყველებაჲ...“
- „დიდება“ - დასდებელი: „რად უკუნ-იქცევ წყალთა...“
- „აწდა“ - იგივე დასდებელი.
_ დიაკონი: „სიბრძნით მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს წარდგომას: „ზღვასა ზედა...“ (თავისი მუხლებით გუნდთან ერთად, სათანადოდ) (ჴმა IV).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს საწინასწარმეტყველოს: „წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს (შუა ტაძარში).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს: „რომაელთა მიმართ ეპისტოლე...“
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს (რომ. 91 დას. VI, 3-11).
_ მღვდელი: „მშვიდობა შენდა“!
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისათანა“! (შენიშვნა: ალილუიას მუხლები არ იკითხება).
_ დიაკონი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“!
_ მღვდელი: „მშვიდობა ყოველთა“!
_ გუნდი: „და სულისაცა შენისათანა“!
_ მღვდელი: „მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი“.
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ დიაკონი: „მოხედენ”!
_ მღვდელი: კითხულობს სახარებას შუა ტაძარში (მკ. 2 დას. I, 9-15).
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ მედავითნე: ჟამნიდან: „მსთუად მეწიენ ჩვენ...“ (II მუხლი).
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი წინადღესასწაულისა: „ქალწული დღეს...“ (ჴმა III).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40 გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“ „აწდა“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. VI ჟამნის ბოლო ლოცვა: „ღმერთო და უფალო ძალთაო...“
IX ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3 გზის.
_ მედავითნე: 92-ე, 113-ე და 85-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწდა“
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“.
- ტროპარი წინადღესასწაულისა: „უკუნ-იქცა იორდანე...“ (ჴმა IV).
- „აწდა“ ღმრთისმშობლისა: „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (I მუხლი ჟამნიდან).
- დასდებელი: „საშინელ-იყო...“ - 2 გზის (იხ. სადღესასწაულო გვ. 567).
- მუხლი: „ამისთვის მოგიხსენო...“
- დასდებელი: „რაჟამს წინამორბედმან...“
- მუხლი: „გიხილეს შენ წყალთა...“
- დასდებელი: „რაჟამს წინამორბედმან...“
- „დიდება“ „აწდა“: „დღეს ნათელს იღებს...“
_ დიაკონი: „სიბრძნით მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს წარდგომას: „უფალი ნათელ ჩემდა...“ (თავისი მუხლებით გუნდთან ერთად, სათანადოდ) (ჴმა IV).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს საწინასწარმეტყველოს: „წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი“.
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს (შუა ტაძარში).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს: „ტიტეს მიმართ ეპისტოლე...“
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს (ტიტ. 302 დას. II, 11-14; III, 4-7).
_ მღვდელი: „მშვიდობა შენდა“!
_ მედავითნე: „და სულისაცა შენისათანა“! (შენიშვნა: ალილუიას მუხლები არ იკითხება).
_ დიაკონი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება”!
_ მღვდელი: „მშვიდობა ყოველთა“!
_ გუნდი: „და სულისაცა შენისათანა“!
_ მღვდელი: „მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი“.
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
_ დიაკონი: „მოხედენ“!
_ მღვდელი: კითხულობს სახარებას შუა ტაძარში (მთ. 6 დას. III, 13-17).
_ გუნდი: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“!
შენიშვნა: მღვდელი აღსავლის კარით შეაბრძანებს სახარებას საკურთხეველში.
_ მედავითნე: ჟამნიდან: „ნუ მიმცემ ჩვენ...“ (II მუხლი).
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი წინადღესასწაულისა: „მდინარედ რა იორდანედ...“.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40 გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „დიდება“ „აწდა“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. IX ჟამნის ბოლო ლოცვა: „მეუფეო უფალო იესო...“
სადილის ჟამი: (გაიღება კრეტსაბმელი)
_ მედავითნე: ფსალმუნი 102-ე: „აკურთხევს სული ჩემი...“
- „დიდება“ - ფსალმუნი 145-ე: „აქებს სული ჩემი...“
- „აწდა“ - „მხოლოდ-შობილი ძე და სიტყვა...“
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩუენ უფალო...“ - და შემდგომი. მუხლებს შორის ჩაერთვის ჩასართავი: „მომიხსენენ ჩუენ უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.
- „დიდება“ - იგივე ჩასართავი.
- „აწდა“ - „მომიხსენენ ჩუენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩუენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩუენ წმიდაო...“
_ მედავითნე: შემდგომი მუხლები თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შენიშვნა: ,,მრწამსი“ - არ ითქმის, რადგან აღესრულება ლიტურგია.
- „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი წინადღესასწაულისა: „მდინარედ რა იორდანედ...“ (ჴმა III).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40 გზის.
- ლოცვა: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).
_ დიაკონი: „სიბრძნით“!
_ გუნდი: „ღირს არსის“ - ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“.
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას (ამბიონზე, დახურული აღსავლის კარის წინ).
_ გუნდი: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის.
დიდი მწუხრი შეერთებული წმ. ბასილი დიდის ლიტურგიასთან:
_ მღვდელი: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები მამაო ჩვენოს ჩათვლით.
- „უფალო ეგვიწყალენ“ - 12 გზის;
- „დიდება“ „აწ და“.
- მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „დიდი კვერექსი“.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: დღესასწაულისა - 8 მუხლი (სადღესასწაულოდან) (Ãმა II). „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „მოუდრიკე დღეს...“ (ჴმა II).
_ შესვლა სახარებით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 13 (იხ. სადღესასწაულოში სათანადო მითითებები).
_ მცირე კვერექსი: „მერმე და მერმე მშვიდობით...“
_ მღვდლის ასამაღლებელი: „რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო და...“
(აქედან მოებმის მწუხრს წმ. ბასილის დიდის ლიტურგია)
_ იგალობება: „წმიდაო ღმერთო...“ - და შემდგომი... ლიტურგიის ტიპიკონის შესაბამისად.
წარდგომა (ჴმა III): „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს“.
მუხლი: „უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე“.
ალილუია (ჴმა VI): „აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუა კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა“.
მუხლი: „შუენიერ სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
„ღირს არსის“ - წილ იგალობება: „შენდამი იხარებს მიმადლებულო...“.