უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.

 

ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა, დიდი მწუხრის II ნახევარი (პურის კურთხევით) _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: უფლის განცხადების - ნათლისღების მსახურება.

 

დიდი სერობა:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი ღიაა.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი... (წმ. ტრაპეზის წინ, რის შემდეგაც აღესრულება სრული კმევა).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.

- მეუფეო ზეცათაო. წმიდაო ღმერთო. ყოვლადწმიდაო სამებაო. მამაო ჩვენო.

კმევის დასრულების შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი.

_ მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...

_ მედავითნე: ამინ.

- უფალო შეგვიწყალენ - 12-გზის.

- დიდება აწ და.

- მოვედით თაყვანის-ვსცეთ... - 3-გზის.

_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.

- დიდება აწ და.

- ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო - 3-გზის.

- უფალო შეგვიწყალენ - 3-გზის.

- დიდება აწ და.

_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.

- დიდება აწ და.

- ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო - 3 გზის.

- უფალო შეგვიწყალენ - 3-გზის.

- დიდება აწ და.

_ მედავითნე: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

_ გუნდი: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

_ მედავითნე: ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

_ გუნდი: რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. და შემდგომი ჟამნიდან.

შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.

დასასრული:

_ მედავითნე: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

_ გუნდი: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

_ მედავითნე: დიდება.

_ გუნდი: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით.

_ მედავითნე: აწ და.

_ გუნდი: ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...

_ გუნდი: დიდება.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე განვლეთ მშვიდობით...

_ გუნდი: აწ და.

_ მედავითნე: ტროპარი: დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...

- მუხლები: უხორცოთა ბუნება... და შემდგომი.

- მრწამსი.

_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა - და შემდგომი. 

I წმიდაო ღმერთო:

_ მედავითნე: წმიდაო ღმერთო. ყოვლადწმიდაო სამებაო. მამაო ჩვენო.

_ მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...

_ გუნდი: ტროპარი დღესასწაულისა.

შენიშვნა: ტროპრის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.

- დიდება აწ და.

- უპატიოსნესა ქერუბიმთასა...

- სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ!

_ მღვდელი: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: უფალო, უფალო რომელმან მიხსნენ...

II ნაწილი:

_ მედავითნე: მოვედით თაყვანის-ვსცეთ... - 3-გზის.

- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.

- ლოცვა: უფალო ყოვლისა მპყრობელო...

II წმიდაო ღმერთო:

_ მედავითნე: წმიდაო ღმერთო. ყოვლადწმიდაო სამებაო. მამაო ჩვენო.

_ მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...

_ გუნდი: კონდაკი დღესასწაულისა.

შენიშვნა: კონდაკის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.

- დიდება აწ და.

- უპატიოსნესა ქერუბიმთასა...

- სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ!

_ მღვდელი: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: მეუფეო ღმერთო მამაო...

III ნაწილი:

_ მედავითნე: მოვედით თაყვანის-ვსცეთ... - 3-გზის.

- ფსალმუნები: 69-ე და 142-ე.

- დიდებამაღალიანი.

შენიშვნა: აქ ვასრულებთ დიდი სერობის ჟამს და ლიტიით ვაგრძელებთ დიდი  მწუხრის ჟამს.

_ ლიტიასა ზედა დასდებლები დღესასწაულისა (მა IV),დიდება - მისივე: უფალო გენება რა... (მა VIII), აწ და - მისივე: დღეს დაბადებულნი... (მა VIII).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) (მა II), დიდება აწ და - მისივე: მზე ქალწულისაგან... (მა VI).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს... 3-გზის (მა I).

_ პურის კურთხევა.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს... (მა I) 2-გზის, დიდება აწ და - იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.   

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა: დღესასწაულისა, „დიდება აწ და - მისივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: მოვედით ვიხილოთ... დიდება აწ და - იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ზღვამან იხილა და ივლტოდა და იორდანე უკუნ-იქცა მართლ-უკუნ (მა IV). მუხლი: რაჲ არს შენდა ზღვაო, რამეთუ ივლტოდე და შენ იორდანე, რამეთუ უკუნ იქეც მართლ-უკუნ.

_ საცისკრო სახარება: მთ. 2 დას. I, 18-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „დღეს ყოველნი...

„აწ და - „დღეს ყოველნი...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- ღმერთი სიტყვაჲ... (მა VI).

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია - ორივე კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა): - იპაკო დღესასწაულისა: რაჟამს განცხადებითა...“ (მა V).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში მედავითნეზე ბლოკი: კითხვა-მიგება 270).

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულის: განცხადნა მაცხოვარი... დიდება - იგივე, „აწ და - იგივე.

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დიდება - მისივე: წყალნი იორდანისანი... (მა VI), „აწ და - მისივე: დღეს ქრისტე მოვიდა... (მა II).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს... (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „სადღესასწაულო ანტიფონები.

 

შესვლად: სიბრძნით აღემართენით. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ვიკურთხენით ჩვენ სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.

- ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება „აწ და

- კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმიდაო ღმერთოს ნაცვლად - რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს....

წარდგომა, სამოციქულო, სახარება, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.

 

წარდგომა (მა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.

მუხლი: აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

ალილუია (მა I): „შესწირევდით უფალს შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფალსა შვილსა ვერძთასა.

მუხლი: ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაჲ ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.

განიცადე: გამოჩნდა მადლი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებერ ვართ....

შენიშვნა: ამბიონის ლოცვის შემდეგ აღესრულება დიდი აიაზმა, წყლის კურთხევა.