საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
შენიშვნა: ნათლისღების დღესასწაულის საღამოს, შემდგომად IX ჟამისა, აღესრულება დიდი მწუხრი.
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II), წინამორბედისა - 3 მუხლი (ჴმა I), „დიდება“ - წინამორბედისა: „ჴორციელო ბაზმაკო...“ (ჴმა VI), „აწ და“ - დღესასწაულისა: „ღმერთი სიტყუაჲ გამოჩნდა...“ (ჴმა VI).
შენიშვნა: მიმდინარე ხმის დოგმატიკონი არ იგალობება.
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დიდი წარდგომა: „ღმერთმან ჩუენმან ცათა...“ თავისი მუხლებით.
_ მრჩობლი კვერექსი; „ღირს მყვენ“ და თხოვნითი კვერექსი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით), „დიდება“ - წინამორბედისა: „ვითარცა სულისა...“ (ჴმა IV), „აწ და“ - დღესასწაულისა: „მოვედით, მივემსგავსნეთ...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი წინამორბედისა: „ჴსენებაჲ მართლისაჲ...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე...“ (ჴმა I).
შენიშვნა: დღესასწაულის ჩამოლოცვა ღია აღსავლის კარში.
ცისკრის ჟამი:
შენიშვნა: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწუხრის ჟამის ჩამოლოცვის შემდეგ ცისკრის ჟამი შემდეგი თანმიმდევრობით იწყება.
კრეტსაბმელი გახსნილია, სამეუფონი ბჭენი კი დახშული.
მღდელმან: ფილონით შემოსილმა საცეცხურითა ჯუარი დასახოს წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და მაღლითა ხმითა თქუას ამაღლებაჲ: „კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე“.
მკითხველმან: _ ამინ.
_ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ...“ _ 3-გზის.
შენიშვნა: თუ შუაღამის ჟამი არ აღსრულდა და დილის მსახურება ცისკრის ჟამით იწყება, შემდგომად ასამაღლებელისა:
მკითხველმან: _ ამინ.
_ „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა“.
_ „მეუფეო ზეცათაო“, „წმიდაო ღმერთო... ყოვლადწმიდაო სამებაო... მამაო ჩუენო...“.
მღდელმან:_ ამაღლებაჲ: „რამეთუ შენი არს სუფევაჲ...“
მკითხველმან: _ ამინ.
_ „უფალო შეგვიწყალენ“ _ 12-გზის.
_ „დიდება, აწ და“.
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ _ 3-გზის.
მკითხველმან: _ ფსალმუნი მე-19: „შეისმინენ შენი უფალმან...“ (იხ. ჟამნი).
_ ფსალმუნი მე-20: „უფალო ძალითა შენითა იხარებდეს...“.
შენიშვნა: მღდელი მე-19 და მე-20 ფსალმუნებისა და ტროპარ-კონდაკის კითხვისას აკმევს საკურთხეველს, კანკელს, ტაძარში განლაგებულ ხატებს და მრევლს.
_ „დიდება, აწ და“,
_ „წმიდაო ღმერთო... ყოვლადწმიდაო სამებაო... მამაო ჩუენო...“.
მღდელმან:_ ამაღლებაჲ: „რამეთუ შენი არს სუფევაჲ...“
მკითხველმან: _ ამინ.
_ ტროპარი (ჯვარისა): „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (იხ. ჟამნი).
_ „დიდება“, კონდაკი (ჯვარისა): „რომელი ამაღლდი ნებსით...“
_ „აწ და“, ღმრთისმშობლისა: „შესავედრებელო საშინელო...“
დიაკონმან:_ მცირე მრჩობლი კუერექსი: „შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო...“ (იხ. კონდაკი).
მგალობელთა:_ „უფალო, შეგვიწყალენ“ _ 3-გზის.
მღდელმან:_ ამაღლებაჲ: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე“.
მგალობელთა:_ ამინ.
_ „სახელითა უფლისათა... გუაკურთხენ“.
მღდელმან:_ საცეცხურითა ჯუარი დასახოს წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და მაღლითა ხმითა თქუას ამაღლებაჲ: „დიდება წმიდასა და თანაარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე“.
მგალობელთა:_ ამინ.
მკითხველმან: _ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“ _ 3-გზის.
_ „უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ...“ _ 2-გზის.
_ წარიკითხოს ექუსფსალმუნება შუა ტაძარში (ჟამნიდან).
მკითხველის მიერ სამი ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ
მღდელმან: აღსავლის კარის წინ თვისად (საიდუმლოდ) წარიკითხოს ათორმეტნი ლოცვანი საცისკრონი (კონდაკიდან).
დიაკონმან:_ დიდი კუერექსი: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
მგალობელთა:_ „უფალო, შეგვიწყალენ“.
_ „შენ, უფალო“ (ბოლო მუხლზე).
მღდელმან:_ ამაღლებაჲ: „რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე“.
მგალობელთა:_ ამინ.
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე...“ (ჴმა I) 2-გზის, „დიდება“ - წინამორბედისა: „ჴსენებაჲ მართლისაჲ...“ (ჴმა II), „აწ და“ - დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა, „დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I – დღესასწაულის I კანონი - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II – დღესასწაულის II კანონი - 4 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
III – კანონი წინამორბედისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - დღესასწაულის ორივე კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).
- წარდგომა წინამორბედისა: „იორდანე ნაკადულითა გმსახურებდა...“ (ჴმა VIII), „დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - წინამორბედისა (ჴმა VI).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“, (იხ. სადღესასწაულოს მითითებები.. ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე” ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინამორბედისა: „ალაგნი წინაჲთ განუმზადენ...“, „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა I), „დიდება“ - წინამორბედისა: „ვითარცა რაჲ ანგელოზი...“ (ჴმა VI), „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს ქრისტე მოვიდა იორდანეს...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წინამორბედისა: „ჴსენებაჲ მართლისაჲ...“ (ჴმა II), „დიდება“ „აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინამორბედისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა და წინამორბედისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის I და II კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (I კანონი ძლისპირით), წინამორბედის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად: „... რომელმან იორდანეს ნათელ-იღე...“
ტროპარები: - დღესასწაულისა; წინამორბედისა.
კონდაკები: „დიდება“ - წინამორბედისა, „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წინამორბედისა.
სამოციქულო და სახარება – ნათლისღების შემდგომი შაბათისა და წინამორბედისა.
წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ“.
მუხლი: „აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნუსამდე არს წყალობაჲ მისი“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“.
მუხლი: „ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაჲ ქუხდა“.
ალილუია (ჴმა IV): „პირმან მართლისამან იწუართნოს სიბრძნეჲ, და ენაჲ მისი იტყოდის მსჯავრსა“.
განიცადე: „გამოჩნდა მადლი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებერ ვართ...“.