უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირას „სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: IX ჟამი და მცირე მწუხრი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

დიდი მწუხრი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VIII მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (მა VIII), დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა II), მოწამისა - 4 მუხლი  (მა IV), დიდება მოწამისა: „მსხვერპლად დიდისა... (მა VI),აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე ხმის მიხედვით): მეუფე ცათა კაცთ-მოყვარებისათვის... (მა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - მოწამისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 13 სექტემბერი).              

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები აღდგომისა (მიმდინარე ხმისა, ჩასართავებით), „დიდება - მოწამისა: „ნელსაცხებელი იგი, რომელი... (მა V), „აწ და - დღესასწაულისა: იორდანისა მდინარესა... (მა II, იხ. ძვ. სტ. 8 იანვარი, სტიქარონსაზედა დასდებლების აწდას მუხლი, წმ. გიორგი ქოზიბელის საკითხავები)..

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა მამაო ჩვენო-სი:

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 2გზის.

- ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს... (მა I) 1-გზის.

 

დიდი ცისკრი:

_ ღმერთი უფალი (იგალობება VIII მაზე).

ტროპარი აღდგომისა: მაღლით გარდამოხედ... 2-გზის (მა VIII), „დიდება მოწამისა: „მოწამემან შემან უფალო... (მა IV), „აწ და დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს... (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

შენიშვნა: I სტიქოლოგიის წარდგომის აწ და-ზე ითქმის მიმდინარე ხმის ღმრთისმშობლის აღდგომის განსატევებელი: რომელი ჩუენთვის იშევ...

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით _ დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპარები: გუნდნი ანგელოზთანი... ჰოი მოწაფენო... და ა.შ.

_ იპაკო (მა VIII).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა წმ. აბოსი: უძლეველად მხედრად... დიდება: კეთილმსახურებითისა ღუაწლისა... აწ და - დღესასწაულისა: საღმრთოსა ნათლისა...

_ ანტიფონები (მა VIII).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლადმდე (მა VIII).

მული: აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და - მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- აღდგა რა იესო საფლავით...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი - 1-გზის).

II კანონი - დღესასწაულის I კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „განაპო სიღრმე ზღვისა...

_ „უმცირესი - უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III  გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა IV).

- კონდაკი და იკოსი მოწამისა (მა IV).

- წარდგომა მოწამისა: შემდგომად ყოვლად... (მა VIII) დიდება აწ და - დღესასწულისა: მდინარენი იორდანისანი... (მა IV, იხ. ძვ. სტ. 8 იანვარი, წმ. გიორგი ქოზიბელის საკითხავები).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (მა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI) „დიდება განმანათლებელი მოწამისა: „სისხლითა წამებისათა...“ „აწ და დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი... (იხ. ძვ. სტ. 8 იანვარი, წმ. გიორგი ქოზიბელის საკითხავები).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად (მა VIII): - აღდგომისა - 4 მუხლი, მოწამისა - 4 მუხლი (დიდების მუხლის ჩათვლით: სხუად მტვიფრი..., ბოლო 2 მუხლის ჩასართავებად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

1. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის;

2. შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი;

 დიდება გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (XI).

აწ და - უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“.

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

I ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და მოწამისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: მოწამისა.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და მოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე  („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის მომიხსენენი - 12 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა 4 მუხლი პარაკლიტონიდან.

- დღესასწაულის ორივე კანონის I გალობიდან - 4 მუხლი,

- მოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი დიდება აწ და -თი.

შესვლად: ... აღდგომილო მკვდრეთით...

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა; დღესასწაულისა; მოწამისა.

კონდაკები: აღდგომისა „დიდება - მოწამისა „აწ და - დღესასწაულისა.

   

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა; დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამისა.

კონდაკები:  - აღდგომისა; ტაძრისა „დიდება - მოწამისა „აწ და - დღესასწაულისა;

 

წარდგომა და ალილუია - ნათლისღების შემდგ. კვირისა და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - ნათლისღების შემდგ. კვირისა და მოწამისა.

განიცადე _ დღესასწაულისა და მოწამისა.

 

წარდგომა (მა I): „იყავნ უფალო წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ (ნათლისღების შემდგომი კვირისა).

მუხლი: იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.

წარდგომა (მა VII): იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ, და ესვიდეს მას.

ალილუია (მა V): წყალობათა შენთა უფალო უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა (ნათლისღების შემდგომი კვირისა).

მუხლი: რამეთუ ვსთქუ, უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი.

ალილუია (მა IV): მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

განიცადე: გამოჩნდა მადლი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი... და IX გალობის ძლისპირი: ვერ შემძლებელ ვართ....