უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლის - - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), მოწამისა - 3 მუხლი „დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II) „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს ცათა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) „დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII) „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელსა ჰმოსიეს...“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შემან უფალო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ - (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ 2-გზის (ჴმა I) „დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV) „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ ფსალმუნი 50-ე.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამისა: „მოიდრიკა რა თავი...“ (ჴმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი...“ (ჴმა I) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „იორდანისა მდინარენი...“ (ჴმა V).

_ შემდგომად „ღაღადვყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღვაწლთა...“ „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მონისა ხატითა...“

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ იკითხება (დასდებლების გარეშე) „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) „დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელი ესე...“

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.

ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შემან უფალო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.

- კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად: დღესასწაულის IV გალობიდან - 6 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;  მოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამისა.

კონდაკები: - დღესასწაულისა „დიდება“ - მოწამისა „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ – მოწამისა „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულის და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.

წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“.

მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნუსამდე არს წყალობა მისი“.

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ჺმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“.

მუხლი: ჴხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „გამოსჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებელ ვართ...“.