საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლის - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II), მღვდელმთავრისა - 5 მუხლი (ჴმა V) „დიდება“ მღვდელმთავრისა: „სიბრძნითა სიტყვა...“ (ჴმა IV) „აწ და“ დღესასწაულისა: „ძრწოდა ხელი...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 – მღვდელმთავრისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) „დიდება“ მღვდელმთავრისა: „ცხოვრება საღმრთო წარმართე...“ (ჴმა IV) „აწ და“ დღესასწაულისა: „შენ სულისა მიერ...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მღვდელმთავრისა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I) 2-გზის „დიდება“ წმიდისა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV) „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: წმიდისა (საზიარო თვენიდან) „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა (სადღესასწაულოდან).
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „სიბრძნისაგან გამოუთქმელისა...” „დიდება“ „აწ და“ იგივე (საზიარო თვენიდან).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 35 დას. (შუათგან). X, 1-9.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმ. გრიგოლ ნოსელისათა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „მღვდელმოძღვრებისა კუართითა...“ (საზიარო თვენიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა):
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის).
II კანონი - მღვდელმთავრისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „განაპო სიღრმე ზღვისა“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV) (სადღესასწაულოდან).
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთო იგი ელვარება...“ (ჴმა II) „დიდება“ „აწ და“ დღესასწულისა: „იესოს შობილსა...“ (ჴმა I).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მღვდელმთავრისა (ჴმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმიდისა: „მწყემსსა კეთილსა გრიგოლს...“ „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე), მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან) „დიდება“ მღვდელმთავრისა: „მართლისა სარწმუნოებისა...“ (ჴმა I) (იხ. „აღვივსენითსა ზედა“ დასდებლების „დიდების“ მუხლი) „აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო გენება...“ (ჴმა VIII).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
დღესასწაულის V გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), მღვდელმთავრის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა „აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მღვდელმთავრისა.
კონდაკები: - დღესასწაულისა „დიდება“ - მღვდელმთავრისა „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მღვდელმთავრისა.
კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ - მღვდელმთავრისა „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულის და მღვდელმთავრისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.
წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი
და გამოგვიჩნდა ჩვენ“.
მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით
უფლისა შვილთა ვერძთასა“.
მუხლი: „ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“.
ალილუია (ჴმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ“.
განიცადე: „გამოჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებელ ვართ...“.