საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.
_ კონდაკი: მღვდელმთავრისა.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II) (იხ. თვით დღესასწაულის განგება), ღირსისა - 5 მუხლი (ჴმა V) „დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო...“ (ჴმა II) „აწ და“ დღესასწაულისა: „მოუდრიკე დღეს...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 15 სექტემბერი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) „დიდება“ ღირსისა: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII) „აწ და“ დღესასწაულისა: „ანგელოზთა მხედრობასა...“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ 2-გზის (ჴმა I) „დიდება“ ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „უძლეველად მხედრად...“ - 2-გზის „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მეუფე დღეს...“ (ჴმა III).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 36 დას. X, 16-22.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩვენისა თეოდორესითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ღირსო მამაო...“.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „განაპო სიღრმე ზღვისა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).
- წარდგომა ღირსისა: „მარხვითა და შრომითა...“ - 2-გზის (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ დღესასწულისა: „იორდანე ნაკადულთა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „განვიწმიდენით განწმედითა...“ - 2-გზის „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: დღესასწაულისა - 3 მუხლი, ღირსისა - 3 მუხლი „დიდება“ ღირსისა: „კიბედ სათნოებათა...“ (ჴმა VIII) „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს ქრისტე...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულისა VI გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით), ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ - დღესასწაულისა.
ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; ღირსისა.
კონდაკები: - დღესასწაულისა „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ - ტაძრისა.
წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა; ღირსისა; ტაძრისა.
კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულის და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი
და გამოგვიჩნდა ჩვენ“.
მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“
ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“.
მუხლი: „ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (ღირსისა).
განიცადე: „გამოჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებელ ვართ...“.