უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლის - - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII), მოწამეთა - 3 მუხლი „დიდება“ მოწამისა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ჴმა V) „აწ და“ დღესასწაულისა: „გხედვიდა რა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) „დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII) „აწ და“ დღესასწაულისა: „უგალობდეთ ჰოი...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ - 2გზის (ჴმა I) „დიდება“ მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ ფსალმუნი 50-ე.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „ვარსკვლავი ელვარე...“ (ჴმა VI) (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელმან შეიმოსა...“ (ჴმა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოწამისა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“ „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ იკითხება (დასდებლების გარეშე) „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ეჰა უაღრეს...“

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად: დღესასწაულის VII გალობიდან - 6 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა; მოწამეთა.

კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამეთა.

კონდაკები: - დღესასწაულისა „დიდება“ - მოწამეთა „აწ და“ - ტაძრისა.

 

წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა; ტაძრისა; მოწამეთა.

კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ - მოწამეთა „აწ და“ - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულის.

სამოციქულო და სახარება - ნათლისღების შემდგ. შაბათის და დღის.

 

წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“.

მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნუსამდე არს წყალობა მისი“.

ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“.

მუხლი: „ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“.

განიცადე: „გამოსჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებელ ვართ...“.