საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: დღესასწაულისა - 6 მუხლი (ჴმა II) (იხ. თვით დღესასწაულის განგება) „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მოუდრიკე დღეს...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მზე ქალწულისაგან...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I) 2-გზის „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი.
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
_ კატავასია: „განაპო სიღრმე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - იპაკო დღესასწაულისა: „რაჟამს განცხადებითა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“ „დიდება“ „აწ და“ - კვლავ იგივე განმანათლებელი.
_ „ყოველი სული“ იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 4 მუხლად:
„დიდება“ - მისივე: „წყალნი იორდანისანი...“ (ჴმა VI) „აწ და“ - მისივე: „დღეს ქრისტე მოვიდა...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (I კანონი ძლისპირით) და თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად: „... რომელმან იორდანესა შინა ნათელ-იღე...“
- ტროპარი: დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“
- კონდაკი: დღესასწაულისა.
იგალობება „წმიდაო ღმერთო“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა.
წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“.
მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“.
ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“.
მუხლი: „ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“.
განიცადე: „გამოსჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებელ ვართ...“.