საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „ღამისთევის“ (VI რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - წმ. ნინოსი - 8 მუხლად:
„დიდება“ - წმ. ნინოსი: „მოვედით ყოველნი...“ (ჴმა II) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII)
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - წმიდისა (იხ. მოციქულთა საზიარო თვენი).
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმ. ნინოსი. (იხ. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის მიერ გამოცემული „განგება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსი“).
- „ვითარცა არემან ზაფხულისამან აღმოაცენნის ფერად ფერადნი სურნელებანი, ეგრეთ განშუენდა ნინოს მიერ ქვეყანაი იგი ქართლისაი კერპთა მიერ დაბნელებული“.
- „ქრისტეს ქადაგ იქმენ, წმიდაო ნინო, და განაბნიე ძალი ეშმაკთაი ქრისტეს ძალითა და ვითარცა ვარდი სურნელი აღყუავილე, ნეტარო, სარწმუნოებაი ქრისტეს ღმრთისაი“.
- „კრებულსა მას თანა მოციქულთასა განწესებულ ხარ, ნეტარო ნინო, მომიხსენენ ჩვენ, რომელნი ვდღესასწაულობთ დღეს მიცვალებასა შენსა, მითხოვე ქრისტესაგან წყალობა“.
- „ცხორების მომცემელითა ვნებითა მით შენითა, ქრისტე ღმერთო დამდაბლდეს ბორცვნი მაღალნი და დადნეს არმაზ-ზადენნი, რაჟამს გზანი საუკუნენი გუეუწყნეს ჩვენ ნინოს მიერ“.
„დიდება“ - მისივე: „ყოვლად დიდებულო ნინო, ჰსუ შენ მდინარე იგი საშუებელისაი და კუალად ასუ შენ ღმრთისმეცნიერებაი – მოსურნეთა მისთა ქრისტეს მსგავსად, რომლისა წინაშე იხარებ და დიდებასა ბრწყინვალესა ჰხედავ წმიდისა სამებისასა და მშვიდობასა ყოვლადმიუწდომელსა“ (ხმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ჴმა I).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმ. ნინოსი (თავისი ჩასართავებით) (ჴმა I) „დიდება“ - მისივე: „მადლთა ტაკუკნი...“ (ჴმა VIII) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ 2-გზის (ჴმა IV).
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 1-გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV) 2-გზის „დიდება“ „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
_ რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: წმ. ნინოსი „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „აღმოაცენებენ დღეს ნაწილნი შენნი წმიდანი კურნებისა წყაროსა უხუად და რომელნი მოვლენან შენდა მიემთხუევიან სულთა და ხორცთა გამოხსნასა“ (იხ. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის მიერ გამოცემული „განგება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსი“).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ჴმა IV).
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 34 დას. (შუათგან) X, 1-8.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთასწორისა ნინოსითა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „მოვედით ყოველნი უგალობდეთ...“ (წარდგომაში იძიე).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – ღმრთისმშობლისა – 6 მუხლად („ზღვა მეწამული“, ძლისპირი – 2 გზის, მოიძიეთ თვენში ძვ. სტ. 26 მარტს).
II კანონი – წმ. ნინოსი – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „უქმი ქუეყანა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - იპაკო წმიდისა: „მზეებრ დაუვალი მზე...“ (ჴმა II).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - იპაკო (კონდაკი) და იკოსი წმ. ნინოსი (ჴმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმ. ნინოსი: „მოციქულო ქრისტეს ქადაგო...“ 2-გზის „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მოციქულსა ქრისტესსა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 4 მუხლი:
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „დღეს ბანაკი წმინდა...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი – წმ. ნინოსი.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: წმ. ნინოს III და VI გალობებიდან 8 მუხლი (III გალობიდან ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; წმ. ნინოსი.
კონდაკები: „დიდება“ - წმ. ნინოსი „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წმ. ნინოსი.
კონდაკი: „დიდება“ - წმ. ნინოსი „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – წმ. ნინოსი.
სამოციქულო და სახარება – წმ. ნინოსი.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.