საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (რეკომენდაცია: ღირსი დედის საკითხავები საზიარო თვენიდან წაიკითხეთ მრავლობით რიცხვში)
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
შენიშვნა: ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბილისი: 2022წ.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა I), აღმოსავლური - 3 მუხლი, ღირსთა დედათა - 4 მუხლი ( ჴმა IV) „დიდება“ - მისივე: „ხორციელი გულისთუქუმანი...“ (ჴმა I) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) „დიდება“ - ღირსთა: „ღირსნო დედანო...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ - 2-გზის (ჴმა I).
ტროპარი სალომე უჯარმელისა: „ხმა იგი სახარებისაი ისმინე, ბრძენო, და სოფლიურნი შუებანი გარდასცვალე მარხვითა, ლოცვითა და ქუელისსაქმითა, ვინაიცა სასუფეველი ღმრთისაი მოიხუეჭე და ძელისა ცხორებისა სიტკბოებითა იშუებ აწ ცათა შინა, წმიდაო კეთილმსახურო დედოფალო სალომე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV)
„დიდება“ _ ტროპარი პეროჟავრა სივნიელისა: „შუებანი და გემონი ამის სოფლისანი დაუტევნე და ჯუარისა აღმღებელმან მხნედ იღუაწე ლოცვითა, მარხვითა და ჭირთათმენითა, ქრისტეს მხევალო სარწმუნოო, წმიდაო პეროჟავრა, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის„ (ჴმა IV)
„აწ და“ _ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა, განსატევებელი (წმიდის ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV)
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან „დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ სადიდებელი მე-19 კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნებიდან გამოკრებილი მუხლები.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა I).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I).
მუჴლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 106 დას. XXVIII, 16-20.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).
II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე)..
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე)..
III კანონი ღირსთა დედათა - 6 მუხლი (საზიარო თვენიდან, ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „უქმი ქუეყანა“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): კონდაკი ღირსთა დედათა: „ჯერ არს, რაითა ხსენებაი-ვჰყოთ აწ მოძღვრისა კვალად მოწაფეთა მისთა, თანამლოცველთა, თანამმარხველთა, შრომათა მისთა თანაზიართა, ობოლთა მზრდელთა და უპოვართა შემწეთა დიდთა, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, ქუეყანასა მშვიდობა გარდამოუვლინე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა“ (ჴმა VIII).
- წარდგომა ღირსთა დედათა: „ლოცვათა მიერ...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი, I) „დიდება“ _ „განმანათლებელი“ ღირსთა დედათა: „სალომესა და პეროჟავრას...“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (I).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა I), ღირსთა დედათა - 4 მუხლი (2 ჩასართავი მოიძიეთ, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში) „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (I) „აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და წმიდისა სალომესი და პეროჟავრასი მონაცვლეობით.
_ კონდაკები: აღდგომისა და ღირსთა დედათა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, ღირსთა დედათა III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა; წმ. სალომესი; წმ. პეროჟავრასი.
კონდაკები: „დიდება“ - ღისთა დედათა „აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა; ტაძრისა; წმ. სალომესი; წმ. პეროჟავრასი.
კონდაკები: - აღდგომისა „დიდება“ - ღირსთა დედათა „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა; ტაძრისა; წმ. სალომესი; წმ. პეროჟავრასი.
კონდაკები: - აღდგომისა; ტაძრისა „დიდება“ - ღირსთა დედათა „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა, მიმდინარე ხმისა და ღირსთა დედათა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და ღირსთა დედათა.
განიცადე _ კვირისა და ღირსთა დედათა.
წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“.
მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.
წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
ალილუია (ჴმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“.
მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“.
ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“. განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
შენიშვნა: მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან, ექვთიმე ხელაძის სტამბა, თბილისი: 1899წ.