უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 8 მუხლი (ჴმა IV) „დიდება“ მისივე: „ხატება და მსგავსება...“ (ჴმა VI) „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 15 სექტემბერი).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V) „დიდება“ მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII) „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII)

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV) 2-გზის „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „მწყემსობისა ხელოვნება...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ზეცისა ბჭესა...“

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII).

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

_ საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა ანტონისათა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ღირსო მამაო...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან).

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „სული შენი...“ 2-გზის (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ყოვლად უბიწო...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ნათელო ერთ-განზრახვათა...“ 2-გზის „დიდება“ „აწ და“ მისივე: „შენ გალობითა...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი „დიდება“ ღირსისა: „ლტოლვილი ზეცად...“ (ჴმა VIII) „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „დედოფალო შეიწირე ვედრება...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას...“ (Ãმა IV) „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა, „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მათ“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმის ჩემისა გევედრებოდი რა მე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ყვაოდიან“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (განიცადე - დღისა და ღირსისა ერთმანეთს ემთხვევა).