საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: მეფისა - 8 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურებაჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმჱ, ხედვაჲ და სიყუარული კეთილად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობელობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვა-ვებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ და მსახურებაჲ მისი შეუორ-გულებელი, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად-ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„დიდება“ – „გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები:
„ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“.
მუხლი: აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.
„აღხვედ რაჲ მადლითა სულისა წმიდისაჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისაჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწიფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწმუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“.
მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.
„მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“.
„დიდება“ მისივე: „ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V).
„აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოებაჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი წმ. თამარისა: „წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი წმ. თამარისა: „წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2 გზის (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:
„ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხჳდოდი რაჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფროჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ-ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“.
_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა:
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკჳრველნი საჭურველითა ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
„რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულისჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღადგინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV).
მუხლი: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის).
II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „უქმი ქუეყანა...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I, „უგალობდითსა“.
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“.
„რომელი სიჩჩოჲთ შენით აღორძინდი საღმრთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყაროჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმოღუაწებითა შენითა“.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“.
„წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“.
„დიდება“: „ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“.
„აწ და“: „ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.
გალობა III, „განძლიერდასა“.
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ-იგი ლოცვაჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“.
„არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობაჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“.
„დიდება“: „შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუცხრომელად გადიდებთ“.
„აწ და“: „მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად-შუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“.
„აწ და“ მისივე: „უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“.
გალობა IV, „მესმასა“.
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“.
„დიდება“ – „ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“.
„აწ და“ – „ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
გალობა V, „ღამითგანსა“.
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყვარე“.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“.
„შენ შეგივრდებით მუჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი“.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“.
„დიდება“ – „ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნოჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“.
„აწ და“ – „მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რაჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“.
გალობა VI, „ღაღადყავსა“.
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდობილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“.
„შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან დაჴსნილნი და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა-გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“.
„ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვაჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“.
„დიდება“: „რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან იჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნოჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდოჲ ესე გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“.
„აწ და“: „განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მეფისა: „ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთაჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII).
- იკოსი მეფისა: „შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII).
გალობა VII, „კურთხეულარსა“.
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს-მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„დიდება“ – „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„აწ და“ – „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო“.
გალობა VIII, „აკურთხევდითსა“.
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ – „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აწ და“ – „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX, „ადიდებდითსა“.
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთაჲთა მოიგე წყალობაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის-მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს“.
„დიდება“ – „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“.
„აწ და“ – „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მეფისა:
- „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა.
„დიდება“ მისივე: „მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილებაჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფროჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთაჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“.
„აწ და“ მისივე: „ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“.
„სუფევდი რაჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“.
„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I)
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამნი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. თამარისა: „წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მეფისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მეფის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; მეფისა.
კონდაკები: „დიდება“ - მეფისა „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; მეფისა.
კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ - მეფისა „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა I): „ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.