საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მეფისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: ღირსისა - 6 მუხლად (ჴმა VIII), „დიდება“- მისივე: „სამგზის სანატრელო...“ (ჴმა V) „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა...“ (ჴმაV).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო -3 - ღირსისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით) „დიდება“ - მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII) „აწდა“- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“. (ჴმაVIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწდა“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) 2-გზის „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა „დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - ღირსისა: „იოანე ნთლის-მცემლისა...“ „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ვითარცა ტაბლასა სამეუფოსა...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა აღმსარებელისა და ღირსისათა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „სანატრელო მამაო...“.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2გზის).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „ზეცისა შუებათათვის...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მრავალთხზულსა განსაცდელსა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა (ჴმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღვასრულებთ...“ 2-გზის „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „გიხაროდენ მორწმუნეთა სიხარულო...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი „დიდება“ - მისივე: „მარტოდ მცხორები...“ (ჴმა IV) „აწ და“ - მისივე: „ქალწულთა შორის...“ (ჴმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) „დიდება“ „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა VIII): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.