საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).
კვირის ციკლის - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: 01. თვენში მოცემულია ღირსი ექვთიმე დიდის „ღამისთევის“ მსახურება და თუ ინებებს უპირატესი, აღასრულებს!
02. სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: აღმსარებელისა - 3 მუხლი (ჴმა I), ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I) „დიდება“- აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას “დიდების” ხმის მიხედვით გამორჩევისას.
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით) „დიდება“- აღმსარებლისა: „დიდებულო ექვთიმე...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (Ãმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისაით აღმოიტაცენ და ხმათა მიერ ანგელოზებრთა ეკლესია ქართველთა კუალად განაშუენე: გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, წმიდაო აღმსარებელო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
„დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღმსარ.: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV) 2-გზის, „დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: აღმსარებელისა. .
„დიდება“ - ღირსისა.
„აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის).
II კანონი - აღმსარებლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა (ჴმა VIII). წარდგომა - აღმსარებლისა: „ტკივილნი ტანჯვათანი...“ (ჴმა I).
„დიდება“ - ღირსისა: „კრძალულებისა სულიერისა...“.
„აწ და“ - მისივე: „მადლობისა ქებასა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი აღმსარებლისა: „იხარებს ეკლესია ცათა მობაძავი და გალობითა ღმრთივმორთულითა ხსენებასა შენსა ადიდებს, რომელი ანგელოზთა თანა უგალობ მეუფესა, მამაო წმიდაო ექვთიმე, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ აღმსარებლისა: „ვითარცა სუროდა...“ „დიდება“ - ღირსისა: „საშოითგან განგწმიდა...“ „აწ და“ - მისივე: „უფლად დედად...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: აღმსარებლისა - 3 მუხლი, ღირსისა - 3 მუხლი, „დიდება“- ღირსისა: „სიმრავლე მონაზონთაი...“ (ჴმა VIII) „აწ და“ - მისივე: „დედოფალო შეიწირე...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV), „დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV) „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა.
_ კონდაკი: აღმსარებლისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- აღმსარებელის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; აღმსარებელისა; ღირსისა.
კონდაკები: - აღმსარებელისა „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა; აღმსარებელისა; ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა; აღმსარებელისა „დიდება“ - ღირსისა „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და აღმსარებელისა.
სამოციქულო და სახარება – დღის, აღმსარებელისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.