უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.

შენიშვნა: ძვ. სტ. 12 აგვისტოს მოცემულია წმ. მაქსიმე აღმსარებელის განგება ფერისცვალების შემდგომ პერიოდში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს საკითხავებიც. მაგ. უფალო ღაღად-ვჰყავსა-ზედა მოცემულია 3 დასდებელი, სტიქარონსა-ზედა დიდების მუხლი, 9-ოდიანი კანონი და განმანათლებელი.

კვირის ციკლის - - - - - - -  არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - - - - - ჟამნიდან.

შენიშვნა: კალენდრის მიხედვით III რანგის მსახურებაა. ჩვენ შემოგთავაზებთ IV რანგის სადიდებლიან მსახურებას, რადგან საქართველოში ამ ღირსი მამის საფლავი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მისი ხსენება უფრო საზეიმოდ უნდა აღინიშნებოდეს. ამიტომ, ნაკლული საკითხავების შესავსებად გამოვიყენებთ საზიარო თვენს – აღმსარებელისა.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ ნეტარ არს კაცი - I აღსავალი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღმსარებელისა - 8 მუხლი (მა I):

მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვითარცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა 2-გზის.

მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუისსა, გალობითა საღმრთოითა შევასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად 2-გზის.

მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ-განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარიტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა 1-გზის.

შენიშვნა: შეგვიძლია 5 დასდებელი წავიკითხოთ მთაწმინდელის თვენიდან, 3 დასდებელი კი ძვ. სტ. 12 აგვისტოდან.

დიდება - მისივე: რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა (მა IV),

აწ და - ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით):ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (მა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3 (საზიარო თვენიდან).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები – აღმსარებელისა (ჴმა VII):

განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვებულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს-იდევ გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმადიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ.

მუხლი: პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი.

უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაი და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმდაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიისაი და მონაზონთა შესხმაი და განმაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნოებისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა.

დიდება - მისივე: მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შესხმაი ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაი (მა IV).

აწდა - ღმრთისმშობლისა აღდგომისა (დიდების ხმის მიხედვით):მოხედენ ვედრებასა... (მა IV).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო... (მა VIII) „დიდება „აწ და - ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (მიმდინარე ხმის მიხედვით):გაბრიილ გიღაღადა... (მა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო... (მა VIII) 2-გზის. „დიდება „აწ და - ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი - (მიმდინარე ხმის მიხედვით): გაბრიილ გიღაღადა... (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა:

მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.

„დიდება“ აწ და - იგივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა:

მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

„დიდება“ აწ და - იგივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: ელვარე სიკეთითა...

„დიდება აწ და - იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის (მა IV).

მუხლი: წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 64 დას. XII, 8-12.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა, მაქსიმე აღმსარებელისათა...

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- მოძღუარო და წინამძღუარო... (საზიარო თვენიდან).

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის).

II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: შეგვიძლია, გარდა ქვემოთ მოცემული კანონისა გამოვიყენოთ ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული ღირსი მამის კანონიც. მაშინ ორივე კანონიდან 4-4 მუხლს წავიკითხავთ.

თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:

I კანონი – ღმრთისმშობლისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის).

II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი: ან ეტლთა მფლობელი ფარაო ან ქუეყანასა მწყურნებსა (მოიძიეთ პარაკლიტონის ბოლოში).

_ კატავასია: - უქმი ქვეყანა...

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII.

ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა.

იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და ვითარცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი.

„დიდებაპირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო.

„აწ და შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ.

გალობა III. განძლიერდასა.

ძლისპირი:შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ.

ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო.

„დიდებაუფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი.

„აწდაჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა აღმსარებელისა: მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯულოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს-ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალ-თა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა (მა IV).

დიდება“ „აწ და - იგივე.

გალობა IV. მესმასა.

ძლისპირი: მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა.

მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამისთვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა.

„დიდებაშენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს.

„აწდაღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა.

გალობა V. ღამითგანსა.

ძლისპირი: აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით.

რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავრად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს.

სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ-შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე.

„დიდებაექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე.

„აწ დაშემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატრელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

გალობა VI. ღაღადყავსა.

ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა.

შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ.

განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე.

„დიდებამილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ.

„აწ დასამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებელისა: სამებისა წმიდისა... (მა VIII).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის.

გალობა VII. კურთხეულარსა.

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმერთი ხორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ.

არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინა-აღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად.

„დიდებასიტყუანი შენნი ძეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის.

„აწ დათაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის.

გალობა VIII. აკურთხევდითსა.

ძლისპირი: სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს-ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე.

გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა-ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

„დიდებამძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსიმე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე.

„აწ დასამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა.

გალობა IX. ადიდებდითსა.

ძლისპირი: რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ.

ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარწმუნოებასა.

დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმრთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილდების.

„დიდებაგანითქუმის სოფელსა შინა საღმრთოი კადნიერებაი და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ დასთხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო.

„აწ და - მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუენნი.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე.

„დიდება „აწ დანესტუად გამოსჩნდი... (იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო, განმანათლებელი).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: აღმსარებელისა - 4 მუხლი:

სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზიარო, უბრწყინვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმამაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოებისაითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგვიხსენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო 2-გზის.

სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალაქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენისაი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა 2-გზის.

დიდება - მისივე: დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნოებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად, ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი (მა VIII).

აწ და - ღმრთისმშობლისა ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი... (იხ. III ჟამის ღმრთისმშობლისა).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო... (მა VIII).

„დიდება „აწ და - ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (მიმდინარე ხმის მიხედვით): გაბრიილ გიღაღადა... (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - აღმსარებელისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და IV გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება„აწ და-თი.

შენიშვნა: აქ მოცემული კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული კანონის VI გალობიდან – 4 მუხლი თავისი დიდება აწდა-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- აღმსარებელისა.

კონდაკები: „დიდება - აღმსარებელისა;

„აწ და - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- აღმსარებელისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - აღმსარებელისა;

„აწ დასასოო და შესავედრებელო....

წარდგომა, ალილუია და განიცადე – აღმსარებელისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – აღმსარებელისა და დღისა.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

წარდგომა (მა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მუხლი: ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.

ალილუია (მა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

განიცადე: იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება.

შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან _ ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ.