VI მსოფლიო კრება (კონსტანტინეპოლის III) (680-681; 692) მოიწვიეს მონოთელიტთა მწვალებლობის დასაგმობად, რომლებიც თუმც აღიარებდნენ ქრისტეში ორ ბუნებას, მაგრამ ერთ ღვთაებრივ ნებაში აერთიანებდნენ მათ. 170 ეპისკოპოსისგან შემდგარმა ამ კრებამ დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტი კაცს ორი ნება გააჩნია, მაგრამ მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება ღმრთიურ ნებას
დოგმატი კონსტანტინეპოლის VI მსოლიო კრებაზე შეკრებილი 170 წმიდა მამისა, ჩვენს უფალ იესო ქრისტეში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ:
ვაღიარებთ ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მასში და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, შეურწყმელად ჩვენი წმიდა მამების მოძღვრების თანახმად. ასევე ვქადაგებთ: ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, დაე, ნურც იქნება, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ, მაგრამ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას.