უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - - -ჟამნიდან.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა II).

- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა III).

 „დიდება“ მღვდელმოწ.: „სამღვდელოთა კვართითა...“ (ჴმა II).

 „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ მარიამ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

„დიდება“ მღვდელმოწ.: „ყოველივე გონებ...“ (ჴმა III).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედოფალო შუამდგომელო ყოველთა...“ (ჴმა III).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:

ტროპარი მღვდელმოწამისა: „ვაზად სიწმიდისად...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მღვდელმოწამისა: „ვაზად სიწმიდისად...“ (ჴმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

 - წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...“

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელმოწამისა: „იქმენ პატიოსან...“ (ჴმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკო-სიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მღვდელმოწ.: „აზნაურებასა საღმრთოსა...“.

„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩვენისა ჩვენ ზედა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მის დღისა.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი მღვდელმოწამისა: „ვაზად სიწმიდისად...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე” (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „აღსავალნი ყოველთა დღეთანი“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- მღვდელმოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- მღვდელმოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მღვდელმოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- მღვდელმოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

 „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მღვდელმოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- მღვდელმოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ჴმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ჴმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ჴმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.