უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მღვდელმთავრისა - 6 მუხლი (ჴმა V).

„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ ღირსო...“ (ჴმა V)

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღუასა მას ზედა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა (თავისი ჩასართავებით)

„დიდება“ მღვდელმთავრისა: „ხორცთა განწყობილსა...“ (ჴმა I)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ხმა I).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა: მღვდელმთავრისა.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა: პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღვდელმთავრის - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთო ნათელი...“.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელმთავრისა: „საღმთოსა ქუხილისა...“.

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემ- დეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა შემწე...“.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „შენ მწყემსო ჭეშმარიტო...“ (ჴმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო..“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

 - მღვდელმთავრის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღვდელმთავრისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღვდელმთავრისა.

კონდაკები: - ტაძრის;

„დიდება“ - მღვდელმთავრისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმთავრისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ჰყვაოდიან“.

ალილუია (ჴმა I): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“

(განიცადე - დღისა და მღვდელმთავრისა ერთმანეთს ემთხვევა).