უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავრისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- წმ. გრიგოლისა - 4 მუხლი (ჴმა I).

- წმ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ჴმა V).

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „გიხაროდენ ღირსო...“ (ჴმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ დღის წარდგომა.

_ საწინასწარმეტყველო - წმ. გრიგოლისა - 2 (სადღესასწაულოდან) და წმ. გაბრიელისა - 1 (საზიარო თვენიდან).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმ. გრიგოლისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „უხორცოთა განწყობილსა...“(ჴმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა...“ (ჴმა I).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I).

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I) 2-გზის.

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - წმ. გრიგოლისა

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - წმ. გაბრიელისა

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მღვდელმთავართა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ წმ. გრიგოლისა: „განაქიქენ ბოროტ მსახურთა...“.

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „სიბრძნისაგან გამოუთქმელისა...“ (ჴმა I).

„აწ და“ იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა“ (ჴმა IV).

მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართა, და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 35 (შუათგან), დას. X, 1-9.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმ. მღვდელმთავართა გაბრიელისა და გრიგოლისათა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მღვდელმოძღვრებისა კვართითა...“ (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - წმ. გრიგოლისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - წმ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „უქმი ქვეყანა...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი წმ. გაბრიელისა: „საღმრთოისა ქუხილისა...“ (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

წარდგომა წმ. გაბრიელისა: „საღმრთო ნათელი...“.

„დიდება“ წმ. გრიგოლისა: „აღაღე პირი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ მისივე: „გულისსიტყვითა მიბრკუმა...“ (ჴმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - წმ. გრიგოლისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ წმ. გრიგოლისა: „ერთობასა სამგვამოვანსა...“

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „ჭირთა შინა...“ (საზიარო თვენიდან).

„აწ და“ იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- წმ. გრიგოლისა - 3 მუხლი.

- წმ. გაბრიელისა - 3 მუხლი.

„დიდება“ წმ. გრიგოლისა: „ებანსა სულისა...“.

„აწ და“ მისივე: „ცოდვილთა ვედრება...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I).

„დიდება“ წმ. გაბრიელისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: წმ. გრიგოლისა და წმ. გაბრიელისა.

_ კონდაკი: წმ. გრიგოლისა წმ. გაბრიელისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- წმ. გრიგოლის III გალობიდან - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).

- წმ. გაბრიელის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- წმ. გრიგოლისა;

- წმ. გაბრიელისა.

კონდაკები: - წმ. გრიგოლისა;

„დიდება“ - წმ. გაბრიელისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- წმ. გრიგოლისა.

- წმ. გაბრიელისა.

კონდაკები: - წმ. გრიგოლისა;

„დიდება“ - წმ. გაბრიელისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმთავრისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ“.

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.