საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: წმ. მეფისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
წმიდისა - 8 მუხლი (პირველი მუხლი 2-გზის, ჴმა IV).
„დიდება“ მისივე: „არა ჯერ იყო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - წმიდისა (იხ. ძვ. სტ. 13 ნოემბერი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმიდისა (თავისი ჩასართავებით)
„დიდება“ მისივე: „სამ-გზის სანატრელო...“ (ჴმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ...“ (იხ. ჟამნი, III ჟამის ღმრთისმშობლისა, ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“- სი:
- ტროპარი წმ. ოქროპირისა: „პირისა შენისა მადლი...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი წმ. ოქროპირისა: „პირისა შენისა მადლი...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წმიდისა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „ჭეშმარიტითა მღვდელმთავრობითა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გმადლობთ შენ მარადის...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა“ (ჴმა IV).
მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა, და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 35 დას. (შუათგან) X, 1-9.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა მღვდელმთავრისა იოანე ოქროპირისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „საყვირად ოქრო-ხმოვანად...“ (სადღესასწაულოდან, წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმიდისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა წმიდისა: „სიბრძნე ზეცისა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ერთი სამებისაგანი...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმიდისა (ჴმა I) (სადღესასწაულოდან).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმიდისა: „გიხაროდენ სამეუფეო...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გიხაროდენ პალატო ღმრთისაო...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წმიდისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „მამაო ოქროპირო...“
„აწ და“ მისივე: „დაგვიცვენ ჩვენ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმიდისა: „პირისა შენისა მადლი...“ (ჴმა VIII).
„დიდება“„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავრისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმთავრის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელმთავრისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმთავრისა.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2024г. (გვ. 104) აჩვენებს მხოლოდ მღვდელმთავრის წარდგომას, ალილუიას და განიცადეს.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა II): „პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე, და ენა მისი იტყოდის მჰსჯავრსა“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.