უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.

კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I):

„სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი, ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და მეცნიერებაი ქრისტეს ღმრთისაი ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომლისათვის ზიარ-მყვენ ჩუენ, წმიდაო ეფრემ, ქებად შენსა დღესასწაულსა“ 2-გზის.

„მსაჯულისა იგი მოსლვაი დასწერე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა სულიერნი ლამპარნი აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსლვასა მას სიძისასა და სამოსლითა ბრწყინვალითა მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო“ 2-გზის.

„მარხვითა ხორცნი შეჰზღუდენ სანატრელო ეფრემ და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკვიდრა შენ თანა და მნათობად საცნაურად გამოგაჩინა“ 2-გზის.

„დიდება“ მისივე: „რაჟამს მამაო ნისლი იგი საცდურისაი განაქარვე მხურვალითა შენითა შრომითა მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, მდინარეთა მადლისათა აღმოაცენებდ უხრწნელსა ცხოვრებასა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდ სინანულისა სიტყუათა, სიბრძნით გამოსახულთა, სანატრელო ეფრემ“ (ჴმა II).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII):

„ვითარცა ფინიკი აღყუავენ, ღირსო მამაო ეფრემ, და ენანი მგმობართანი აღმოჰკუეთენ, უფკრულნი ვნებათანი განახმენ მოღუაწებითა, იქმენ ორღანო სულისა ყოვლად წმიდისა და ჯუარისა საჭურველი მხართა აღიღე და მტერნი უხილავნი ახოვნებით დაამხუენ; ქრისტეს მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რომელნი დღეს ხსენებასა შენსა ყოვლად დიდებულსა სარწმუნოებით აღვასრულებთ, რაითა განვერნეთ ბრალთა სიმრავლისაგან“.

მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

მსგავსად დავითისა დაალტობდ სარეცელსა ცრემლითა შენითა, ღმერთშემოსილო ეფრემ და საწურთელ ცხოვრებისა გაქუნდა, ღირსო, სინანული და საშუებელისა შიში საქმით გვიჩუენე ჩუენ სიტყუათა მათ შენთა ღმრთივგანბრძნობილთა მიერ, ამისთვის ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ, ყოვლად ნეტარო, სასწაულთა მოქმედო, და ვითხოვთ შენ მიერ დიდსა წყალობასა, ნუ დასცხრები მეოხებად ჩუენთვის რაითა მოგუმადლოს ზეცით ბრალთა შენდობაი“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

„გონიერად ივლტოდე შფოთთა სოფლისათა, ყოვლად ქებულო ეფრემ ღმერთშემოსილო, უდაბნოს მიიწიე მყუდროებით ცხოვრებისა სიყვარულითა და საქმით მოღუაწებითა აჰხედ ღმრთისა და სოფლისა მანათობელად გამოსჩნდი, ცხოვრებისა სიტყუანი კაცთა აღმოუცენენ ამისთვისცა ვედრებით ვითხოვთ შენგან: ლოცვითა შენითა გვიხსენ საცდურისაგან ამის სოფლისათა და საბრთხეთაგან მტერისათა, ღირსო მამაო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“.

„დიდება“ მისივე: „დაყუდებისა ტრფიალებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი, მამაო, და დუმილითა მოღუაწებისაითა ლოცვათა შენთა ვითარცა მსხუერპლთა შესწირევდ მარადის, რაითა ქუეყანისა წილ ცანი დაიმკვიდრენ, ყოვლად ქებულო“ (ჴმა IV).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი და ლმობიერებისა სახე და სულიერისა სისრულისა ხატი არს, ანგელოზებრივი ცხოვრებაი შენი, ნეტარო ეფრემ; ქრისტესა ღმერთსა ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ღირსისა:

„პირისა შენისა მადლმან წყალნი ცხოვრებისანი აღმოაცენნა და ეკლესიაი აღავსო და სინანულისა მდინარენი სოფელსა შინა წარმოაჩინნა და ცრემლთა მდინარითა აღავსნა თუალნი ჩუენნი; არამედ ვითარცა იგი სიტყუითა შენითა განგუსწავლენ ჩუენ, მამაო წმიდაო, ეგრეთვე სიტყუასა, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა“.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - ღირსისა:

„ტკბილ არიან ფრიად თქუმულნი შენნი სინანულისათვის და განმანათლებელ, რომელნი ერჩდენ, ყოვლად ქებულო, ღმერთშემოსილო და ცხორებაი უბრალოი და შემკულ ყოველთა საღმრთოთა სათნოებათა მიერ, ამისთვის გიგალობთ“.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის).

II კანონი – ღირსისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

 

თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან).

II კანონი – ღირსისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

გალობა I. უგალობდითსა, ხმა II.

ძლისპირი: „ყოველი ერი უგალობდით უფალსა, მძლესა სიკუდილისასა, რომელმან ქმნა საკვირველი საკვირველებათაი ზღუასა მას მეწამულსა“.

„მოვედით მორწმუნენო დღესასწაულსა წმიდისა ეფრემისასა, ვიხარებდეთ და მხსნელსა ყოველთასა გალობით უგალობდეთ“.

„აღიღო ჯუარი მართალმან ეფრემ ნეფსით და შეუდგა ქრისტესა, რამეთუ გამოირჩია ცხორებაი საუკუნოი ღმრთისაგან“.

„დიდება“ – „წმიდამან ეფრემ შეიყუარა ცხორებაი მარტოებით უდაბნოს იოანესაებრ და ღმერთსა უგალობდა გალობითა ახლითა“.

„აწ და“ – „შენ უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ მეოხ გუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა შენგან შობილისა მიმართ“.

გალობა III. განძლიერდასა.

ძლისპირი: „განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე“.

„სამოსელი შეიმოსა ანგელოზებრივი და სიბრძნით დაუტევა სოფელი ესე და საქმენი მისნი ეფრემ, ამისთვის მათ თანა იშუებს მარადის“.

„დაუკვირდა შენთვის საგალობელო წმიდაო ეფრემ, დიდსა ბასილის და ეუწყა მას ღმრთისა მიერ გზაი შენი სულიერი, სანატრელო“.

„დიდება“ – „განანთლე სოფელი წმიდაო ეფრემ, სიტყუითა შენითა სულიერითა და წარუდგინე ქრისტესა მხსნელსა ყოველთასა შენ სანატრელო“.

„აწ და“ – „განანათლნა მარიამ, შობამან შენმან კიდენი ცისანი, უბიწოო ქალწულო, ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობლად ჩუენ აღგიარებთ შენ“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, უვნებელობითა განაბრწყინვე ცხორებაი შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყალობითა, მამაო წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი“ (ჴმა III).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

გალობა IV. მესმასა.

ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებულებაი საიდუმლოთა შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე“.

„ცრემლითა მაგით შენითა, წმიდაო ეფრემ, მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნაყოფიერ ჰყუენ მორწმუნეთა სულნი“.

„მოღუაწებითა შენითა მოაკუდინე ვნებაი სულთა და ხორცთაი, სამგზის სანატრელო წმიდაო მამაო“.

„დიდება“ – „მარხვითა და ვედრებითა, წმიდაო ეფრემ, და ღამისთევითა კრებული ეშმაკთაი განსდევნე, ნეტარო“.

„აწ და“ – „შენ, დედაო უბიწოო, მეოხ გუეყავ ღმრთისა, რომელი შენგან გამოგვიბრწყინდა მხსნელი სულთა ჩუენთაი“.

გალობა V. ღამითგანსა.

ძლისპირი: „ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხუაი ღმერთი არა ვიცით“.

„შენ, ღმერთო, რომელმანცა მოეც სოფელსა წმიდაი ეფრემ ვარსკულავად განმანათლებელად სულთა და ხორცთა, ჩუენცა განგუანათლენ ნათლითა შენითა, მხოლოო კაცთმოყუარე“.

„ეფრემისათვის ღმერთშემოსილისა შემოვკრბეთ, მორწუნენო, და ვიხარებდეთ და უგალობდეთ ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ ვარსკულავი ბრწყინვალე, განმანათლებელი მორწმუნეთაი“.

„დიდება“ – „მსგავს იყავ ელიაისსა და იოვანესსა, წმიდაო მამაო, და ცათა შინა დაემკვიდრე მათ თანა და აწ მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ჩუენცა დღესასწაულსა შენსა“.

„აწ და“ – „შენ რომელმან ჰშევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაი, ხორცითა, გიღაღადებთ და ვიტყვით: გიხაროდენ ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, რომელმან საშოსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი“.

გალობა VI. ღაღადყავსა.

ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი; აღომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“.

„შენ გიცნა ღმრთისა სიტყუაო, შობილო ქალწულისაგან, წმიდამან ეფრემ და ვითარცა მარგალიტი სამეუფოი, ორითა ბუნებითა გქადაგა“.

„დაუყო პირი მწვალებელთა მოძღუარმან სოფლისამან სულისა მიერ წმიდისა - ეფრემ და განანათლნა ბრწყინვალენ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი“.

„დიდება“ – „მოიგე ზეცით გვირგვინი, ღმერთშემოსილო ეფრემ, და ანგელოზთა თანა შენ აწ იყოფვი და სამებასა უგალობ დაუდუმებელად“.

„აწ და“ – „უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადებელი შენი საშოსა დაიტიე და გვიშევ ჩუენ ღმერთი განკაცებული“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „წინაისწარ ხედვიდი...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის.

გალობა VII. კურთხეულარსა.

ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყუეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

„სიყვარულითა სულიერითა საგალობელი ეფრემ, მოსწრაფე იქმნა მისლვად ღირსისა და ნეტარისა ბასილისა და ნებითა ქრისტესითა იხილა, ვითარცა სუეტი ცეცხლისაი, მასწავლელი და მსახური საიდუმლოსა მისსა“.

„შენ, ქრისტე, სრულ ჰყავ ნებაი მოშიშთა შენთა საყუარელთაი, ვითარცა აღუქთუ, და აღიღე პირი ბასილისი და ეფრემისი და ასწავე ყოველთა სოფელსა, რაითა გალობით ადიდებდენ სამებასა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე“.

„დიდება“ – „სულისა მიერ წმიდისა მიიღო ზეცისა ნიჭი წმიდამან ეფრემ ხელთა დასხმითა მღდელმთავრისა დიდებულისა ბასილისათა, რომელ არს ბერძმეტყუელებაი, ვითარცა ენაი ცეცხლისაი, მსგავსად მოციქულთა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

„აწ და“ – „მამაო დაუსაბამოო და ძეო მხოლოდშობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო, განუყოფელო და შეურევნელო, ერთღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

გალობა VIII. აკურთხევდითსა.

ძლისპირი: „რომელმან დაჰბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა, სიტყუამან საღმრთომან, და არარაისაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

„რომელმან სიბრძნითა საღმრთოითა სულიერითა შეამკო ეფრემ ღმერთშემოსილი და მის მიერ კაცთა ასწავა გალობად და თქუმად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

„რომელმან დაატკბო სოფელი ჭეშმარიტად თქუმულითა მისითა - წმიდამან ეფრემ, და კაცთა ასწავა სინანული და იტყვიან: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

„დიდება“ – „მოვედით მორწმუნენო, და უგალობდეთ სამებასა დამბადებელსა, დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა შორის: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

„აწ და“ – „ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და ანგელოზისა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდებულო, მიმადლებულო და კურთხეულო“.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

გალობა IX. ადიდებდითსა.

ძლისპირი: „ქალწულებაი შენი ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან ღმრთეებისამან, მას ვადიდებთ“.

„რომელმან ნაყოფიერ-ყო უდაბნოი, წმიდაი ეფრემ, უძლეველსა მტერისაგან ყოველნი გალობით ვადიდებდეთ“.

„რომელი გამოჩნდა ქუეყანის ანგელოზად, წმიდაი ეფრემ, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი, მას ვადიდებდეთ“.

„დიდება“ – „რომელმან აღავსო სწავლითა სულიერითა ყოველი ქუეყანაი - ღირსსა წმიდასა ეფრემს ჩუენ ვადიდებდეთ“.

„აწ და“ – „რომელი დაემკვიდრა მუცელსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო ქრისტე ღმერთი, მხსნელი სულთა ჩუენთაი, ვადიდებთ“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდინარითა ცრემლთაითა დაშრიტე ცეცხლი ვნებათა წარმწყმედელთაი და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოსჩნდი ეფრემ, და მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მოჰრწყე სოფელი“.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:

„გაქუნდა პირსა შენსა, ნეტარო, ვითარცა ეზეკიელ წინაისწარმეტყუელსა, ქარტაი იგი; სოფელი დაატკბე წერილთა შენთა სიტყვითა და სიმდიდრე სიბრძნისაი სათნოებით უჩუენე ყოველთავე, რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფლისა შესწირენ და აწ მხიარულ ხარ, მამაო, რამეთუ უფროის განამრავლე ტალანტი შენი“ 2-გზის.

„ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებასა ერთბუნებად, სწავლანი მანენტოსისნი აღმოჰფხურენ ძირითურთ და ცეცხლისა ენისა შენისა-ითა შესწუენ სიტყუანი იგი ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურებისაო, წმიდაო ეფრემ“ 2-გზის.

„დიდება“ მისივე: „ღმრთისა მიმართ წამისყოფითა განბრწყინვებული გონებაი შენი ყოვლითურთ ღმრთივშუენიერ იქმნა და, ვითარცა სარკმელმან სულისა წმიდისამან, უნივთონი ბრწყინვალებანი შეიწყნარნა“ (ჴმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან, მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

_ ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“„აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.

ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.

შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან _ ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ.