უკან დაბრუნება

აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107);

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს (სხვა ცნობით, 638 წელს), მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმიდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.