უკან დაბრუნება

მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნისმკითხველისა (312).

წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.