უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - წმიდათა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა III).

- მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV).

„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ჴმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დააცხვრე ტკივილი...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ გონიერისა მზისა...“ (ჴმა VII).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა შენთანი...“ (ჴმა V).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „მსწრაფლი ფარვა და შეწევნა...“ (ჴმა V).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა შენთანი...“ (ჴმა V) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „მსწრაფლი ფარვა და შეწევნა...“ (ჴმა V).

_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“- მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: „საღმრთოთა მადლთაგან...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მოწამეთა: „ღვთისმსახურებისა სვეტთა...“.

„აწ და“ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა III).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.

ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა...“ (ჴმა V).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „დედაო ღმრთისაო ყოვლად-წმინდაო...“ (ჴმა V).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა;

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა;

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.