საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ მისივე: „შეიწრებით მყოფმან...“ (ჴმა II).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „დღეს სვიმეონ...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „სამღდელოჲ წმიდაჲ...“ (ჴმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I) 2გზის.
„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან...: (ჴმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: წინადღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი წინადღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 8 მუხლად.
II კანონი მოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „სამებისა მიმართითა სიმტკიცითა...“ (ჴმა VIII).
- წარდგომა მოწამისა: „ჭირთა მათთვის...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „საუნჯეო საუკუნეთაო...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა~ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოწამისა: „საზრდელითა იშუებ...“.
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „მოიყვანა ყრმაჲ...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ცხორების მომცემელი...".
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინადღესასწაულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოწამის კანონის VI გალობიდან 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინადღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა“
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა (იხ. Богослужебные указания 2024).
სამოციქულო და სახარება - დღის, ხუთშაბათის და მოწამის.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.
ალილუია (ჴმა I): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.