საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: მირქმა-მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
IX ჟამი:
_ ტროპარი: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
დღესასწაულისა - 8 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „დღეს განიხმიან ბჭენი...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა.
„დიდება“ მისივე: „გამოეძიებდით წერილთა...“
„აწ და“ მისივე: „ძველი დღეთა ჩვილ-იქმნების...“
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელი ქერუბიმთა...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) 3გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „ძველი დღეთა ჩვილ იქმნა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მოვიხსენო სახელი შენი, ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვა კეთილი“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 8 დას. II, 25-32.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა ღვთისმშობელისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დღეს განიხმიან ბჭენი ცათანი...“ (სადღესასწაულოდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 16 მუხლად.
_ კატავასია: „უქმი ქვეყანა...“
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა სინასა...“ 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება. IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდათა...“
„დიდება“ იგივე.
„აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მკლავთა ზედა...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- დღესასწაულის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი.
შესვლად: „სიბრძნით აღემართენით! აჩვენა უფალმან მაცხოვრება თვისი, წინაშე წარმართთა განაცხადა სიმართლე მისი”.
ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“
კონდაკი: დღესასწაულისა.
წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დღესასწაულისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებ სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია (ჴმა VIII): „აწ განმიტევე მონა შენი მეუფეო, სიტყისაებრ შენისა მშვიდობით“.
მუხლი: „ნათელი გამობრწყინვებად წარმართა ზედა, და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
„ღირს არსის“ წილ იგალობება ჩასართავი: „ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო...“ და IX გალობის ძლისპირი: „წერილთა მიერ სჯულისათა...“.