უკან დაბრუნება

ღირსისა ვუკოლესი, სმირნელ ეპისკოპოსისა (დაახ. 100);

ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა სმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.

წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.