უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).

- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I).

„დიდება“ დღესასწაულისა: „დღეს სვიმეონ...“ (ჴმა II).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა III).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით)

„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „სამღუდელო წმიდა ქალწული..“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსისა: „ხმაი სახარებისა ისმინე, ბრძენო, პატივი ქვეყნიურისა მთავრობისაი და სოფლისა საშუებელნი დაუტევენ და ჯვარი ქრისტესი იტვირთე მხართა ზედა შენთა. ამისთვისცა ზეციურისა სიონისა მოქალაქედ ღირსად გამოსჩნდი, ევაგრე ღმრთივსანატრელო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა II).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) 2-გზის

„დიდება“ ღირსისა: „ხმაი სახარებისა ისმინე...“ (ჴმა II).

„აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა;

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, თვით დღესასწაულში იძიე).

II კანონი - მართლისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „უქმი ქუეყანა...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VI, თვით დღესასწაულში იძიე).

- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (საზიარო თვენიდან) (ჴმა IV).

„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „იშევ რა ქვეყანასა...“ (ჴმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „ღმერთშემოსილისა შიოს საღმრთონი იგი სიტყუანი გულსა დაიდევ, მთავრობაი და წესი ქვეყნიურისა მხედრობისაი დაუტევე და ზეციურისა მხედრობისა წესსა შედგომილმან, მორჩილებისა ნაყოფნი, სათნოებანი გამოზარდენ სიბრძნითა, ღირსო მამაო ევაგრე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის“.

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდითა...“ (თვით დღესასწაულში იძიე).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე)

- ღირსისა - 3 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო...“ (ჴმა VII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ნათლისა გამობრწყინვებად...“ (ჴმა VII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „ხმაი სახარებისა ისმინე...“ (ჴმა II)

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის IV გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღესასწაულისა.

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრის;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (ჴმა I): „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“.

მუხლი: „ნათელი გამობრწყინვებათ წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ წილ იგალობება ჩასართავი: „ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო...“ და IX გალობის ძლისპირი: „წერილთა მიერ სჯულისათა...“.