საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - - - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლის - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში კვირის „ღამისთევის“ მსახურება „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ძვ,სტ. 5 თებერვალი).
- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ - მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ - მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ – დღესასწაულისა: „რომელსა მაღლისა მსახურნი...” (ჴმა II, იხ. ძვ,სტ. 5 თებერვალი).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) - 1-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცა...“ - 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“, ტროპარი მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ ( ჴმა IV).
„აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო (ჴმა IV).
_ ანტიფონები (ჴმა IV).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).
მუხლი: „ღმერთო ყურთა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“.
_ საცისკრო სახარება: სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - დღესასწაულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, თვით დღესასაწაულში იძიე).
IV კანონი – მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „უქმი ქუეყანა სამკვიდრებელი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VI, თვით დღესასწაულში იძიე).
- კონდაკი მოწამისა: „განბრწყინდი დღეს...“
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“.
„დიდება“ „აწ და“ - წარდგომა დღესასწაულისა: „ქალწულისაგან ხორცშესხმული...“ (იხ. ძვ.სტ. 5 თებერვალი).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IV).
„დიდება“ _ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“.
„აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდითა...“ (თვით დღესასწაულში იძიე).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა IV).
- დღესასწაულისა - 4 მუხლი (იხ. ძვ. სტ. 5 თებერვალი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები „დიდების“ მუხლის ჩათვლით, თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (IV).
„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
ჟამებზე:
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და დღესასწაულისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
_ დღესასწაულის კანონის V გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- მოწამისა;
კონდაკები: _ აღდგომისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა.
განიცადე _ კვირისა და დღესასწაულისა.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა I): „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
„ღირს არსის“ წილ იგალობება ჩასართავი: „ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო...“ და IX გალობის ძლისპირი: „წერილთა მიერ სჯულისათა...“.